ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სადარბაზოში სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.
უწყების ცნობით, დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.
„ვარკეთილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო. მომხდარის შედეგად დაშავებულია სამი პირი, რომლებიც გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებაში.
სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად“, – აცხადებენ უწყებაში.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.