Variety-მ ლაშა ხალვაში 2018 წლის ათ წარმატებულ პროდიუსერს შორის დაასახელა
Variety-მ ლაშა ხალვაში 2018 წლის ათ წარმატებულ პროდიუსერს შორის დაასახელა

გავლენიანმა გამოცემამ Variety-მ ქართველი პროდიუსერი ლაშა ხალვაში 2018 წლის ათ წარმატებულ პროდიუსერს შორის დაასახელა ფილმებისთვის „საშიში დედა“ და „ჰორიზონტი“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

10 Producers to Watch for 2018-ის ნომინანტებს Variety კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვებს.

კინოცენტრის ინფორმაციით, ათეულში ოსკარის ნომინანტი და ოსკაროსანი ფილმების პროდიუსერები არიან.