ვარგა ჯუდიტი - გვინდა, ვაჩვენოთ გზა დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებს, განსაკუთრებით, საქართველოს, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული
ჩვენ გვინდა, ვაჩვენოთ გზა დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებს, განსაკუთრებით, საქართველოს. გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, – ამის შესახებ უნგრეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვარგა ჯუდიტმა განაცხადა მადრიდში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში სხდომა მიმდინარეობს.
ამასთან, ვარგა ჯუდიტმა ისაუბრა პრიორიტეტულ საკითხებზე, რასაც უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში დააყენებს.
„უნგრეთის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ პრიორიტეტებში დავაყენებთ კონკურენტუნარიანობის საკითხებს, განსაკუთრებული ყურადღებით – დემოგრაფიულ გამოწვევებსა და ასპექტებს. რა თქმა უნდა, წევრი ქვეყნების კომპეტენციების, დემოგრაფიული და საჯარო პოლიტიკის პატივისცემით ჩვენ ხაზს გავუსვამთ ჩვენი ქვეყნის თავმჯდომარეობას. ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩვენი ხედვა უფრო ფართო და ჭკვიან ევროპასთან დაკავშირებით, რომელიც მხარს უჭერს სუბსიდიარობის პრინციპებს. ეს ინტეგრაცია იქნება ღირებული საკითხი. გაფართოება ნამდვილად იქნება ჩვენი პრეზიდენტობის მთავარი საკითხი. ჩვენ გვინდა, ვაჩვენოთ გზა დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებს, განსაკუთრებით, საქართველოს. გაფართოების პროცესი უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული და არა – დაჩქარებული პროცედურა“, – განაცხადა ვარგა ჯუდიტმა.