მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
დღეს ორი მინისტრი აიცრება. 10:00 საათზე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩაიტარებს ვაქცინაციას. შსს-ში აცხადებენ, რომ მინისტრთან ერთად აიცრებიან უწყების სხვა თანამშრომლებიც. 16:00 საათზე კი, იმავე სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აიცრება.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.