ვანო ზარდიაშვილი - სასამართლო მუდმივად რეფორმირების პროცესში არ უნდა იყოს
ვანო ზარდიაშვილი - სასამართლო მუდმივად რეფორმირების პროცესში არ უნდა იყოს

 

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვანო ზარდიაშვილი იმედოვნებს, რომ მეოთხე ტალღით სასამართლო სისტემის რეფორმირება დასრულდება.

მისი თქმით, სასამართლო მუდმივად რეფორმირების პროცესში არ უნდა იყოს.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც როგორც სამოქალაქო საზოგადოება ასევე ხელისუფლების ნაწილი ზრუნავს ეს დისციპლინური საკითხებია, რომლებზეც ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალწინ შეთანხმება მოხდება. კანონში ცვლილებები შედის და დაზუსტდება თუ როგორ და რა შემთხვევაში შეიძლება მოსამართლეებზე დისციპლინარული პასუხისმგებლობა გავრცელდეს”, – აღნიშნა ზარდიაშვილმა.

ვანო ზარდიაშვილის თქმით, სასამართლო სისტემის კიდევ ერთი გამოწვევა და პრობლემა საქმეთა გადატვირთულობაა.

„საქმეთა გადატვირთულობა აღიარებული პრობლემაა. სასამართლოს ხელისუფლების ყველა შტო ერთად უნდა დავეხმაროთ, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. აქ პირველ რიგში როგორც შენობის, ასევე დარბაზების და მოსამართლეების სიმცირის პრობლემაა. ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და ქმედით ღონისძიებას გავატარებთ”, – აღნიშნა ზარდიაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე სასამართლო რეფორმის “მეოთხე ტალღის” ფარგლებში მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, სამოქალაქო საზოგადოება და დეპუტატები ესწრებიან.