ვანო ნადირაძე ოპოზიციას მიმართავს - ან რევოლუციაა საჭირო, ან კიდევ საყოველთაო დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადო, განცხადებებში ერთმა ადამიანმაც კი არ ახსენეთ ქუჩა და ბრძოლა
ან რევოლუციაა საჭირო, ან კიდევ საყოველთაო დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადო, განცხადებებში ერთმა ადამიანმაც კი არ ახსენეთ ქუჩა და ბრძოლა, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
ნადირაძე არჩევნების წინასწარი შედეგების შემდეგ ოპოზიციას მიმართავს.
„იცით, რაშია საქმე პატივცემულო ოპოლიდერებო? აი, იმაზე მეტი დემოკრატები რომ ხართ, ვიდრე თავად მართლა ევროპელები.
12 წელი რომ ყველა საპროტესტო აქციებზე ხელებაწეული დგახართ, გცემენ, გირტყამენ და მაინც გაიძახი, ჩვენ მშვიდობიანი მომიტინგეები ვართო.
დღემდე რომ ვერ გაითავისეთ, რომ ესეთ პრორუსულ ავტორიტარულ მმართველობას არჩევნებით ვერ დაამარცხებთ.
წეღან ითქვა, რომ საკონსტიტუციო გადატრიალება მოხდაო, მაგ შემთხვევაში ან რევოლუციაა საჭირო, ან კიდევ საყოველთაო დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადო.
მაგრამ მაგის უბრალოდ თქმისაც კი გეშინიათ. ახლა არ გამოხატეთ ვინმე პარტმუშაკი და არ მითხრათ, შორიდან მაგარია ლაპარაკიო, მე ერთი ბომბის ჩამოგდებით, მინიმუმ, ჩემი სამშობლოს ხუთ მტერს ვანადგურებ, თქვენ კიდევ ფანჯრის რაფაზე ბუზის მოკვლის ტრაკიც კი არ გაქვთ. დღეს საღამოს განცხადებებში ერთმა ადამიანმაც კი არ ახსენეთ ქუჩა და ბრძოლა.
აუ, თან რა მაგრად არ გიყვართ ჩემნაირი ხალხი, იმასაც ხომ ვხდები. ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, „ქოცებზე“ მაგრად ვერ ამიტანთ.
მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გაგაღვიძოთ, ჰოდა, მეც მაგას ვაკეთებ ახლა, ვნახოთ ხვალ, ზეგ…. დანარჩენს უკვე მერე გეტყვით“, – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.