ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში ვანო მერაბიშვილს გიგიშა შარაშიძე ფიზიკურად გაუსწორდა.