ვანო მერაბიშვილი - მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში
ვანო მერაბიშვილი - მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში

მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, სადაც გლობალური ინიციატივის, SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსია გაიმართა.

მისივე თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი გადაიხადა თავისუფლებისთვის, ევროპული ორიენტაციისთვის და ახლა, როდესაც წყდება მთელი ევროპის ბედი, საქართველო, პრაქტიკულად, არის რუსეთის მოკავშირე.

„რამდენიმე წლის წინ თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარებოდა „ქართული ოცნების“ პრორუსულ ორიენტაციაში, დღეს უკვე აღარავის უჩნდება კითხვა. მეტიც, 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც ომი დაიწყო, ბევრისთვის გასაკვირად, საქართველოს მთავრობამ აშკარად პრორუსული პოლიტიკა აირჩია. და მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში, არ არის მისი მთავარი მოკავშირე, რადგან საქართველომ ძალიან ბევრი გადაიხადა თავისუფლებისთვის, ევროპული ორიენტაციისთვის და ახლა, როდესაც წყდება მთელი ევროპის ბედი, საქართველო, პრაქტიკულად, არის რუსეთის მოკავშირე“, – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.