ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებზე გიგი უგულავას კანდიდატურა ცესკო-ში დარეგისტრირდა
ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ცესკო-ში გიგი უგულავას კანდიდატურა ოფიციალურად დაარეგისტრირა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის კანდიდატურა პარტიის წევრმა ლევან თარხნიშვილმა წარადგინა.
ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში თბილისის ყოფილი მერი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს. არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.