ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფორვარდმა რუუდ ვან ნისტელროიმ თანხმობა განაცხადა, სეზონის დასრულების შემდეგ „ეინდჰოვენის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს.
45 წლის ვან ნისტელროი, რომელიც ადრე „ეინდჰოვენის“ ფეხბურთელი იყო, ამ პოსტზე როჯერ შმიდტს შეცვლის. ის კლუბს ზაფხულში დატოვებს.
დღეისთვის ვან ნისტელროი „ეინდჰოვენი II“-ს უდგას სათავეში. 30 ტურის შემდეგ, ეს კლუბი ნიდერლანდების ახალგაზრდულ ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ელოდებიან, რომ ვან ნისტელროის ასისტენტი გახდება „შალკეს“ ყოფილი დამრიგებელი ფრედ რუტენი.
ერედივიზიონის 27 ტურის შემდეგ, „ეინდჰოვენი“ მეორე ადგილზეა და „აიაქსს“ ორი ქულით ჩამორჩება.