საბაჟო გამშვებ პუნქტებში, „ვალესა“ და „სარფში“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6220 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს 1000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, ერთ კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, სრულად ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება განმეორებით იყო ჩადენილი, 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.