ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში ადგილობრივებმა აქცია გამართეს და იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც კომპანია “ბესტმა” მათი კუთვნილი ხეხილის ბაღებში გზა გაიყვანა.
როგორც მოსახლეობა ამბობს, გზაზე სატვირთო მანქანები მოძრაობენ, რამაც ხეები დააზიანა.
ადგილობრივები შესაბამის ორგანოებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
კომპანია „ბესტში“ ამბობენ, რომ არ იცოდნენ ჰყავდა თუ არა ხეხილის ბაღებს მეპატრონეები.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, გზა მდინარის ნაპირზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისთის გაიყვანეს, თუმცა აუცილებლად გამონახავენ ალტერნატიულ გზას, რომ მოსახლეობის კუთვნილი ხეხილის ბაღები აღარ დაზიანდეს.