ვალერი ზალუჟნი - ქალაქი მარინკა აღარ არსებობს, ახლა მის შემოგარენში გადავედით, რუსული ჯარების მიერ ამ ქალაქის აღების მეთოდი იგივე იყო, რაც ბახმუტში
ვალერი ზალუჟნი - ქალაქი მარინკა აღარ არსებობს, ახლა მის შემოგარენში გადავედით, რუსული ჯარების მიერ ამ ქალაქის აღების მეთოდი იგივე იყო, რაც ბახმუტში

ქალაქი მარინკა აღარ არსებობს, ახლა მის შემოგარენში გადავედით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიცავთ ჩვენი მიწის თითოეულ ნაწილს, მაგრამ როდესაც მტრის ჭურვები იწყებენ ამ ადგილის გადათხრას, ჩვენი მებრძოლების სიცოცხლე ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. დღეის მდგომარეობით, ჩვენი ჯარები კვლავ იმყოფებიან ჩრდილოეთ ნაწილში. ჩვენმა ჯარებმა მოამზადეს თავდაცვითი ხაზი ამ დასახლებულ პუნქტს გარეთ, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ ეს დასახლებული პუნქტი აღარ არსებობს“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ მარინკამ თითქმის ორი წელი გაუძლო და რუსული ჯარების მიერ ამ ქალაქის აღების მეთოდი იგივე იყო, რაც ბახმუტში.

„ნადგურდება ქუჩები, ჩვენს ჯარისკაცებს კრძალავენ. იმაში, რომ ჩვენ ახლა დავბრუნდით მარინკას გარეუბანში და ზოგან უკვე დავტოვეთ პოზიციები, არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება. ომია და სამწუხაროდ, ასეა“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა სრული კონტროლი მოიპოვეს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ მარინკაზე.