ვალერი გერასიმოვი - შვედეთის და ფინეთის ხარჯზე ნატო-ს გაფართოებისკენ მისწრაფება და ჰიბრიდული ომისთვის უკრაინის გამოყენება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს
შვედეთისა და ფინეთის ხარჯზე ნატო-ს გაფართოებისკენ მისწრაფება და ჰიბრიდული ომისთვის უკრაინის გამოყენება რუსეთის სამხედრო უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.
გერასიმოვის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და განვითარების გეგმა ითვალისწინებს პრაქტიკულ ღონისძიებებს მათი განვითარების პერსპექტიული სფეროების განსახორციელებლად, რათა უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოს დაცვა.
რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის თქმით, საფრთხეების განეიტრალების მიზნით, ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ამოცანად დაისახა რუსეთის შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და განვითარების გეგმის კორექტირება.