ვალერი გერასიმოვი - აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა მათთვის მიუღებელ ქვეყნებში სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციისთვის ახალი სტრატეგიის შემუშავება დაიწყეს
აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა მათთვის მიუღებელ ქვეყნებში სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციისთვის ახალი სტრატეგიის შემუშავება დაიწყეს. ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.
ვალერი გერასიმოვის თქმით, ახალი სტრატეგია, სახელწოდებით, „ტროას ცხენი“ მიზნად ისახავს დასავლეთისთვის არასასურველ ქვეყნებში სუვერენიტეტის ძირის გამოთხრას და ხელისუფლების ცვლილებას, მთავარ საშუალებებად კი „გლობალური დარტყმა“, „ბევრ სფეროში ერთობლივი ბრძოლა“, „ფერადი რევოლუციების“ და „რბილი ძალის“ ტექნოლოგიების გამოყენებაა შემუშავებული.
რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი სცენარი განვითარდა ერაყში, ლიბიაში და უკრაინაში, ახლა კი ვენესუელაში შეინიშნება.
გერასიმოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მსგავსი სტრატეგიების თავიდან ასარიდებლად მზად არის და მოსკოვის პასუხი აქტიური თავდაცვის სტრატეგიაა.