ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურა დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
ამ ეპიზოდში ბრალდებულია ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.
აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით, დეპუტატ ვალერი გელაშვილს 2005 წელს სცემეს.
„ანგარიშსწორება, რომელშიც უმაღლესი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. პარლამენტის წევრს ვალერი გელაშვილს, ავლაბრის ტერიტორიაზე ჰქონდა მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ტერიტორიაზე რეზიდენციის აშენება სურდა ხელისუფლებას, რის გამოც გამოიცა დადგენილება, რომ სწორედ გელაშვილის კომპანიას უნდა ეწარმოებინა ამ რეზიდენციის მშენებლობა.
დროში გაჭიანურდა თანხის გადახდა, რის შემდეგაც ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში გელაშვილი აკრიტიკებდა ხელისუფლებას.
მიხეილ სააკაშვილმა ოქრუაშვილს დაავალა, რომ ორგანიზება გაეწიათ ვალერი გელაშვილის ცემისთვის. ოქრუაშვილისგან უარის მიღების შემდეგ, მან ერეკლე კოდუას დაავალა ვალერი გელაშვილზე ანგარიშსწორება“, – განაცხადა პროკურორმა დავით ნეფარიძემ.
ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე თავისუფლების აღკვეთა ვანო მერაბიშვილის გარდა ასევე მისჯილი აქვთ ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს.