ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
ადვოკატი სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას ითხოვს.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ვალერი გელაშვილს 2005 წელს სცემეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმა ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით მოხდა, რადგან ვალერი გელაშვილმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით კრიტიკულად ისაუბრა. ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია ვანო მერაბიშვილის მიმართ.