ვალენსიაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა [ვიდეო]
ვალენსიაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები გამანდგურებელ წყალდიდობაზე მთავრობის რეაგირებას აპროტესტებდნენ და ვალენსიის რეგიონის მთავრობის პრეზიდენტის, კარლოს მაზონის გადადგომას ითხოვდნენ.
ვითარება ქალაქის მერიასთან გამწვავდა, როდესაც დემონსტრაციის მონაწილეთა ნაწილმა სამართალდამცველებს სკამები და სხვადასხვა ნივთი ესროლა.
მასშტაბურ საპროტესტო აქციაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
აღმოსავლეთ ესპანეთში ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 217 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ვალენსიის პროვინციის ნაწილი გაანადგურა, კერძოდ, სტიქიის შედეგად 80-მდე მუნიციპალიტეტია დაზარალებული.