ვალენსიაში 33 სახლის გაქურდვაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს
ვალენსიაში 33 სახლის გაქურდვაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ 46 წლის ქართველი მამაკაცი დააკავა. მას 33 ბინის გაქურდვაში ადანაშაულებენ.

პოლიციამ ეჭვმიტანილი ვალენსიაში აიყვანა. ესპანური მედიის ცნობით, ქართველი მამაკაცი ბინებს ვალენსიასა და მადრიდში ძარცვავდა. ის ბინაში შესაღწევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავდა. მათ შორის, იყენებდა ხელნაკეთ გასაღებს.

გამოძიების მტკიცებით, დაკავებულს ბინიდან ფული, ძვირფასეულობა, საათები და სხვა ძვირფასი ნივთები მიჰქონდა. ნაძარცვის ღირებულება ასეულ ათას ევროს აღწევს.

პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილის თანამზრახველებს ეძებს.

წყარო: La Vanguardia