ვალდის დომბროვსკისი - ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების დიდი პოტენციალი არსებობს
ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი წერს, რომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ეტაპისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი პროგრესი საკანონმდებლო დონეზე.
„არსებობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების დიდი პოტენციალი. ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ეტაპისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი პროგრესი საკანონმდებლო დონეზე. წინსვლის მთავარი წინაპირობაა სტაბილური პოლიტიკური გარემო“, – წერს ვალდის დომბროვსკისი.