ვაკის რაიონში, შუა მინდვრის ქუჩის III ჩიხსა და მასთან არსებულ უსახელო ქუჩას სპორტსმენ კოსტა მაისურაძის სახელი მიენიჭა
თბილისში, ვაკის რაიონში, შუა მინდვრის ქუჩის III ჩიხსა და მასთან არსებულ უსახელო ქუჩას სპორტსმენ კოსტა მაისურაძის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ განკარგულება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ თბილისის მერიამ ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
საკრებულოს განკარგულება დღეს, 9 აგვისტოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.