კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, მხატვრების ქ. N 9-ში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკის რაიონში: ნუცუბიძის II მრ/რ-ის I და II კვარტლებს, მხატვრებისა და ჟღენტის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და შეეცდება, ტექნიკური სამუშაოები რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.