ვაკის რაიონის ნაწილს ხვალ წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, კომპანიამ ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.
მათივე ცნობით, ხვალ, დღის 12:00 საათიდან ახალ ქსელზე საბოლოო გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით ჭავჭავაძის გამზირზე აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 28 აპრილს, დღის 12:00 საათიდან, 29 აპრილის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკის რაიონში ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, რამიშვილის, მოსაშვილის ქუჩების ნაწილს, თამარაშვილის გამზირის ნაწილს, ყიფშიძის, აბულაძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს“,- აცხადებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.