ვაკის პარკში ბავშთა დავის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართება
ვაკის პარკში ბავშთა დავის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართება.
ვაკის პარკში ბავშვებს ღონისძიების ფარგლებში კონცერტისა და სხვადასხვა სანახაობების ნახვა შეუძლიათ.
ღონისძიებას ორგანიზებას თბილისის მერია უწევს. დღევანდელი დღე ბავშვებს თბილისის მერმა კახა კალაძემ მიულოცა.
„ქალაქი სხვადასხვა ადგილას ბევრი ღონისძიებები იმართება. ახლა ვაკის პარკში ვართ, სადაც ცენტრალური ღონისძიება მიმდინარეობს. ხედავთ როგორი ხალხმრავლობაა, ბევრი ბავშვია თავის მშობელთა, ბებიებთან და ბაბუებთან ერთად და მიხარია, ეს ძალიან სასიამოვნო განწყობა. ბევრი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით, რომ ეს სიხარული, სიკეთე და ბედნიერება ამ ბავშვებმა შეინარჩუნონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.