ვაკის პარკში აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს [ვიდეო]
ვაკის პარკში აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს.
„დამაკავეს, რადგან სტიკერი, რუსეთი ოკუპანტია მივაკარი გამყიდველებს“,-აღნიშნა მან.
შსს-ს ინფორმაციით კი, მამაკაცი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ვაკის პარკში, 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კონტრაქციის წევრი, 1975 წელს დაბადებული კ.კ დააკავეს. აღნიშნული პირი შეეცადა განსხვავებული პოზიციის წარმომადგენლებისთვის დროშის ტარით მიეყენებინა დაზიანება, რა დროსაც პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. კ.კ დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
მანამდე ვაკის პარკში აქციებზე ორი პირი დააკავეს.