ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა 17 მარტს, 09:30-დან 11:30 საათამდე ორმხრივად შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ვახუშტის ხიდზე 17 მარტს, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
„დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს“,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.