ვახუშტის ხიდზე მოძრაობა 10:00-დან 12:00 საათამდე ორმხრივად შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე, ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
დედაქალაქის მერიის ცნობით, ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.