ვახტანგ შაქარიშვილი - რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ტაშ-ფანდურს ეძახის, ამას საზოგადოებაში კულტურა ჰქვია
რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, ამას საზოგადოებაში კულტურა ჰქვია, რაც, სამწუხაროდ, თქვენ არ გაქვთ, – ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, რითაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა კულტურის სფეროს დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით.
„ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო რეჟიმში გადავიდა. „შტაბ კვარწირიდან“ მიიღეს დავალება, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ პოპულიზმში, სიცრუესა და დესტრუქციაში. ეს ამბავი თქვენს კანდიდატს ნამდვილად არ წაადგება. რაც შეეხება განცხადებას ტაშ-ფანდურთან დაკავშირებით, რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, ამას საზოგადოებაში კულტურა ჰქვია, რაც, სამწუხაროდ, თქვენ არ გაქვთ. ტაშ-ფანდური მოიკითხეთ, თქვენს ღონისძიებებში და თქვენს პარტიაში”, – განაცხადა შაქარიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ გაზრდილი ბიუჯეტი დედაქალაქის მერიას საპრეზიდენტო არჩევნებიზე ამომრჩევლების მოსყიდვისთვის სჭირება.
საკრებულო სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტის 10 მლნ ლარით გაზრდის საკითხს განიხილავენ.