თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატ ვახტან შაქარიშვილის შეფასებით, ლევან ხაბეიშვილის სახით, გროტესკული ჟანრის თეატრი კარგ მსახიობს კარგავს.
“როდესაც გიპირისპირდებიან ფაქტებით და დოკუმენტებით, მაშინ თქვენ გამოდიხართ წყობიდან. შენი სახით, გროტესკული ჟანრის თეატრი ერთ მსახიობს კარგავს და კარგი იქნება, თუ ამ დარბაზის ნაცვლად, შენ იქნები ცირკში“, – ასე მიმართა შაქარიშვილმა საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს.
სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილის მხრიდან, გუდიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით 50 მლნ ლარის ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განკარგვის უფლების საკითხს მოჰყვა. მისი თქმით, ეს მავნე პრაქტიკა კორუფციისა და ნეპოტიზმის სერიოზულ რისკებს შეიცავს. ვახტანგ შაქარიშვილმა ტყუილი უწოდა ხაბეიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ განკარგულების პროექტი ხელმოსაწერად პრემიერ-მინისტრს გადაეგზავნა. მისი თქმით, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.