ვახტანგ მეგრელიშვილმა შალვა პაპუაშვილს მიმართა - იაგო და საბო აპირებენ თქვენს მხარდაჭერას, მე კი გადაწყვეტილების მისაღებად მჭირდება პასუხი კითხვაზე, პოლიტიკიდან როცა წახვალთ, გვეტყვით თუ არა მიზეზს
ვახტანგ მეგრელიშვილმა შალვა პაპუაშვილს მიმართა - იაგო და საბო აპირებენ თქვენს მხარდაჭერას, მე კი გადაწყვეტილების მისაღებად მჭირდება პასუხი კითხვაზე, პოლიტიკიდან როცა წახვალთ, გვეტყვით თუ არა მიზეზს

თქვენი პოზიცია მაინტერესებს, თანამდებობიდან რომ წახვალთ, გვეტყვით თუ არა, პოლიტიკაში დარჩებით თუ არა და მეორე დღიდან, როცა წახვალთ, იტყვით თუ არა, რომ მე აღარაფერი მეხებაო, – ასე მიმართა „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის სხდომაზე შალვა პაპუაშვილს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დღეს კენჭი უნდა უყარონ.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, მაღალი თანამდებობის პირები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, არც ადრე იყო ამის დეფიციტი, თანამდებობიდან რომ მიდიან, კაცმა არ იცის, როგორ ქრებიან და რატომ მიდიან, ეს არ არის ნორმალური.

„კითხვა მაქვს იცით, როგორი – თქვენ იცით, რამდენად კეთილგანწყობილი ვარ მე თქვენს მიმართ, ასევე წინა თავმჯდომარის მიმართ. ჩვენ აგერ ოთხი ადამიანი ვართ, ჩვენგან ორი იაგო და საბო ავანსის გაცემის თვალსაზრისით აპირებენ, რომ მხარი დაგიჭიროთ. მე რომ გადაწყვეტილება მივიღო, მჭირდება ამ კითხვაზე პასუხი. საქმე იმაშია, რომ ჩვენი მაღალი თანამდებობის პირები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, არც ადრე იყო ამის დეფიციტი, თანამდებობიდან რომ მიდიან, კაცმა არ იცის, როგორ ქრებიან და რატომ მიდიან. კი დაგვპირდით, რომ ორ თვეში გვეტყვით კუჭავა რატომ წავიდა, მაგრამ ზოგადად მე მგონი, ეს არ არის ნორმალური. თქვენი პოზიცია მაინტერესებს ამ თემაზე – თქვენ რომ წახვალთ, მაგას გვეტყვით თუ არა, პოლიტიკაში დარჩებით თუ არა და მეორე დღიდან, როცა წახვალთ, იტყვით თუ არა, რომ მე აღარაფერი აღარ მეხებაო. მეორე პირი უნდა გახდეთ ამ ქვეყნის კანონმდებლობით, არ ვიცი, მერამდენე, მაგრამ მეორე პირი, ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხი მინდა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.