ვახტანგ მეგრელიშვილი - ვითანამშრომლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ იქნება რისკი, რომ ხელისუფლების ცვლილება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მიზეზი გახდეს
მომეჩვენა, რომ თქვენ დღეს რიტორიკა შეცვალეთ. ამბობთ, ვითანამშრომლოთ და საქმე გავაკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ იქნება რისკი, რომ ხელისუფლების ცვლილება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მიზეზი გახდება, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, შეიქმნას ისეთი მდიდარი საზოგადოება, რომ მსგავსი რადიკალური მოქმედებების მხარდაჭერა აღარ იყო საჭირო.
„პოლიტიკურად მომგებიანია საუბარი, ნაცვლად ლანძღვა-გინებისა. თუ ჩვენ დავიწყებთ ბევრ თემაზე საუბარს, მაშინ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამით შეიძლება თქვენ, ხელისუფლებამ, კიდევ უფრო მეტი პოზიტივი მიიღოთ. ვულოცავ ყველას ამ არჩევნების დამთავრებას, მათ შორის, საკუთარ თავს. ვაღიარებთ ჩვენს წარუმატებლობას ამ არჩევნებზე. „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, ვულოცავ გამარჯვებას“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.