ვახტანგ მეგრელიშვილი - რატომ უნდა გამოვრიცხოთ ჩვენი პარლამენტში შესვლა, იქ საქმე მაქვს საკეთებელი, შვილები მყავს მისახედი, მაგრამ უნდა ვიცოდე, რომ ძალაუფლების უზურპაციაში არ ვმონაწილეობ
ვახტანგ მეგრელიშვილი - რატომ უნდა გამოვრიცხოთ ჩვენი პარლამენტში შესვლა, იქ საქმე მაქვს საკეთებელი, შვილები მყავს მისახედი, მაგრამ უნდა ვიცოდე, რომ ძალაუფლების უზურპაციაში არ ვმონაწილეობ

რატომ უნდა გამოვრიცხოთ, ჩვენ ხომ გვინდა პარლამენტში, – ასე უპასუხა „გირჩი“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას, უნდა გამოირიცხოს თუ არა პარლამენტში „გირჩის“ შესვლა.

„რატომ უნდა გამოვრიცხოთ, ჩვენ ხომ გვინდა პარლამენტში და თქვენ არ გინდათ, რომ პარლამენტი გქონდეთ? როდის გვქონია კარგი პარლამენტი. მე საქმე მაქვს იქ გასაკეთებელი. ჩემი შვილები მყავს მისახედი, განათლებაზე მაქვს რაღაცები გასაკეთებელი, ვიდრე ეს საგიჟეთი არ მორჩება რაც მოწყობილია, მე ხომ ვერაფერზე ვერ დავილაპარაკება დედამიწის ზურგზე, ვერც კორონას სიგიჯეებზე, ვერც იმაზე, რაც მე მაინტერესებს, ვერც იაგოს სასამართლოზე, ვერც სანდრო რაქვიაშვილის ეროვნულ ბანკზე და როგორ არ უნდა მინდოდეს იქ შესვლა. მაგრამ იქ რომ შევიდე, მე ხომ უნდა ვიცოდე, რომ ძალაუფლების უზურპაციაში არ ვიღებ მონაწილეობას. ეს არჩევნები პროპორციული უბარიერო ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.