ვახტანგ მეგრელიშვილი - მთავარია, რომ „საარჩევნო კოდექსის“ მიღებით, შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის შესრულება დასრულდა
მთავარი ამბავი არის, რომ „საარჩევნო კოდექსის“ მიღებით დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის შესრულება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, „გირჩის“ სამივე წევრმა, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
„გილოცავთ ამ საარჩევნო კოდექსის მიღებას. ჩვენ, სამივემ დავუჭირეთ მხარი. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ დაუჭირა მხარი „ლელომ“. ვერ გავაკეთებ სხვა პარტიების ქმედებებზე კომენტარს, მით უმეტეს, როცა ეს მე არ მესმის და არ მესმოდა დიდი ხნის განმავლობაში. მთავარი ამბავი არის, რომ დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის შესრულება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.