ვახტანგ მეგრელიშვილი - მოსამართლეებს ნიშნავენ ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, მთავარი პრობლემაა ნდობა
ვახტანგ მეგრელიშვილი - მოსამართლეებს ნიშნავენ ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, მთავარი პრობლემაა ნდობა

მოსამართლეებს ვინ ნიშნავს? – ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები, შეუძლებელია, მოსამართლეებს საკუთარი ნდობა გააჩნდეთ იქიდან გამომდინარე, მათ ვინ ნიშნავს, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩის“ ხედვაა, რომ სასამართლოში მთავარი პრობლემაა ნდობა.

„მოსამართლეებს ვინ ნიშნავს? – ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები. აი, აქ რომ ხალხი დადის. ამ პარლამენტს რომ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, ის ხალხი 30 წელია მოსამართლეებს ნიშნავს. ანუ, შეუძლებელია, მოსამართლეებს საკუთარი ნდობა გააჩნდეთ იქიდან გამომდინარე, მათ ვინ ნიშნავს. ეს არის ფუნდამენტური პრობლემა და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უპასუხებს ამ პრობლემას სამუშაო ჯგუფი, მაგრამ საშუალება იქნება, ტრიბუნიდან გაახმოვანო ის, რისიც გჯერა. ამას გამოვიყენებთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება.