ვახტანგ მეგრელიშვილი - მერჩივნა, მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო უკეთეს კლინიკაში ყოფილიყო გადაყვანილი, მაგრამ გორის ჰოსპიტალიც მოსულა
ვახტანგ მეგრელიშვილი - მერჩივნა, მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო უკეთეს კლინიკაში ყოფილიყო გადაყვანილი, მაგრამ გორის ჰოსპიტალიც მოსულა

ძალიან პოზიტიურად ვაფასებ გუშინდელ დღე, მიუხედავად იმისა, რომ მერჩივნა, მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო უკეთეს კლინიკაში ყოფილიყო, გორის ჰოსპიტალიც მოსულა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, შეიძლება, საუკეთესო ვერსია ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის ბევრად უფრო მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, საზღვარგარეთ გადაყვანა და იქ ბევრად ნაკლები იქნებოდა კომპეტენციაზე სადაო.

„ძალიან კარგი დღე იყო გუშინ. კარგი დღე იყო, რადგან ბევრმა ადამიანმა თავისი სიცოცხლის რისკი გაითვალისწინა და ჩვეულებრივი ცხოვრება დაიწო. რაც შეეხება გადაყვანა-გადმოყვანას, მე ეგ არ ვიცი, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს რეალურ სიტუაციაზე, რადგან ჩვენ არ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია. რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მერე პრეზიდენტმაც განაცხადა. ამიტომ, ვფიქრობ, შეიძლება საუკეთესო ვერსია ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის ბევრად უფრო მაღალ ტექნოლოგიურ კლინიკაში, საზღვარგარეთ გადაყვანა და იქ ბევრად ნაკლები იქნებოდა კომპეტენციებზე და ასე შემდეგ სადაო, კიდევ უფრო მშვიდი სიტუაცია გვექნებოდა. მე ძალიან პოზიტიურად ვაფასებ გუშინდელ დღეს და მიუხედავად იმისა, რომ მერჩივნა მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო უკეთეს კლინიკაში ყოფილიყო, გორის კლინიკაც მოსულა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.