ვახტანგ მეგრელიშვილი - „ევროპული საქართველოსნაირი“ ბინძური ხალხი არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, იმდენი ზიზღი, ბოღმა და ბოროტება, რასაც ესენი აფრქვევენ, არ არსებობს
„ევროპული საქართველოსნაირი“ ჩასვრილი პარტია არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, ასეთი ბინძური ხალხი არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, იმდენი ზიზღი, ბოღმა და ბოროტება, რასაც ესენი აფრქვევენ, არ არსებობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, გიგა ბოკერია იყო მთავარი მომხრე ბოიკოტის, „ფუშერი“, რომელიც ფაქტობრივად ყველას აიძულებდა, რომ ბოიკოტში შესულიყო
„ეს ხდება პირველ თუ მეორე დღეს ნიკა გვარამიას ოფისში შეკრებილი არიან ყველანი. ყველას გვქონდა განცდა, რომ არჩევნები არის გაყალბებული, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, ორი პარტიაა, რომელსაც აქვს საშუალება, რომ ფაქტები დადოს. გიგა ბოკერია იყო მთავარი მომხრე ბოიკოტის. „ფუშერი“, რომელიც ფაქტობრივად ყველას აიძულებდა, რომ ბოიკოტში შესულიყო. ორი პარტიაა, რომელსაც აქვს მონაცემები, ერთადერთი მონაცემი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის მონაცემი ორი ათასი ხმა, რომელიც ერთადერთ ჩვენ კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს მაჟორიტარულ არჩევნებში მოპარეს, თუ პირიქით მოწინააღმდეგეს დაუწერეს. მე ვიცი, რომ ჩემს კანდიდატს ორი ათასი ხმა მოპარეს და ვიცი, რომ ყოფილი კოლეგა ოპოზიციონერი იძახის, რომ არჩევნები დადასტურებულად ვიცით, გაყალბდა. ჩვენ ვეუბნებით, მოგვეცით ინფორმაცია, მოგვეცით ფაქტები, რომ ჩვენც დავრწმუნდეთ. მთელი თვეები გავიდა, დღემდე ხომ არ მოუციათ, არათუ ჩვენთვის, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ვერ მისცეს, ვერ დაამტკიცეს. ფაქტობრივად ქვეყანა გაწირეს პოლიტიკური კრიზისისთვის, აბულინგეს თავიანთი კოლეგები, ვერ მიაღწიეს მიზანს, ჩაისვარეს, დარჩნენ პარლამენტის გარეშე. ასეთი ჩასვრილი პარტია არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, ასეთი ბინძური ხალხი არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში „ევროპულ საქართველოზე“ ვლაპარაკობ, იმდენი ზიზღი, ბოღმა და ბოროტება, რასაც ესენი აფრქვევენ, არ არსებობს. ეს ამბავი არ მთავრდება და მე მინდა, რომ დამთავრდეს. ვიდრე ეს ამბავი ასე იქნება, ამ ხალხს არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.