ვახტანგ მეგრელიშვილი - არ ვაპირებთ ჩავერიოთ ჩხუბში, რომელიც მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის
არ ვაპირებთ ჩავერიოთ ჩხუბში, რომელიც მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, ჯერ ჩხუბის ფორმებს ეძებენ, რა ფორმებით გამოვა უკეთესი ამ ჩხუბის გაგრძელება, ეს პარტია „გირჩს“ არ აინტერესებს.
„ჩვენი პოზიცია თქვენ იცით. პარლამენტის სესიაზეც განცხადებებისას ვთქვით, რომ არ ვაპირებთ ჩავერიოთ ამ ჩხუბში, რომელიც მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. ჩვენ რასაც ვაკეთებდით იდეაში მაგის კეთებას გავაგრძელებთ პარლამენტში და ვინც ჩვენთან იქ ითანამშრომლებს, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, ეს იქნება სტრატეგია, ნებისმიერი ოპოზიციური თუ პოზიციური პარლამენტარი, ყველასთან მზად ვართ სასაუბროდ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.