ვახტანგ მეგრელიშვილი - ამნისტია არის შეთანხმების ნაწილი, შესაბამისად, ეს უნდა შესრულდეს
ამნისტია არის შეთანხმების ნაწილი, შესაბამისად, ეს უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა ამნისტიასთან დაკავშირებით ერთიან დოკუმენტზე შეჯერდება.
„არ ვიცი, რატომ გაქვთ ეს მოლოდინი, რომ ოპოზიციამ მხარი არ უნდა დაუჭიროს ამნისტიის კანონპროექტს. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ, ამ თემაზე საუბრები კვლავ განახლდება. მთავარი ამოცანაა, რომ ახლა ჩვენ დავბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების კალაპოტში. ეს ნიშნავს, რომ შევასრულოთ შეთანხმება, რომელსაც ერთობლივად მივაღწიეთ. ეს არის ამ შეთანხმების ნაწილი. შესაბამისად, ეს უნდა შესრულდეს. ჩვენ პირველი მოსმენით მას მხარი დავუჭირეთ და გვგონია, რომ ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლის შემდეგ შევთანხმდებით, რომ რაღაც მსგავსი დოკუმენტი უნდა მივიღოთ. მხოლოდ ეს მოგვცემს საშუალებას, ჩვეულებრივი საპარლამენტო საქმიანობა გავაგრძელოთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.