ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ახალი ფორმატი ხელს შეუწყობს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას
ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ახალი ფორმატი ხელს შეუწყობს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას

საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ახალი ფორმატი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ხელს შეუწყობს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგის ახალი ფორმატი ევროკავშირში საქართველოს სექტორალურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

„სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ევროკავშირი გამოეხმაურა ქართული მხარის ინიციატივას, რომელიც ასოცირების საბჭოს ფარგლებში ჯერ კიდევ 5 თებერვალს იქნა წამოწეული ჩვენ მიერ და შეიქმნება საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ახალი ფორმატი, რომელიც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ხელს შეუწყობს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას, ანუ ეს ფორმატი გულისხმობს სხვადასხვა დარგში, სხვადასხვა სექტორში შემდგომში თანამშრომლობის გაღრმავების გზებს. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს შემდგომ სექტორალურ ინტეგრაციას ევროკავშირში და, ბუნებრივია, საქართველოს მხარდაჭერის კარგი მაგალითია“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი და ჟან-კლოდ იუნკერი ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ.