ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება ლუქსემბურგში თავშესაფრის მსურველთა რიცხვს შეამცირებს
ლუქსემბურგის მხრიდან საქართველოს შეყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, კიდევ ერთი კარგი მაგალითი და საქართველოშ გატარებული რეფორმების აღიარებაა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რომ ლუქსემბურგის მსგავსი გადაწყვეტილება მიიღონ.
„ლუქსემბურგი არის მე-7 ქვეყანა შენგენი-ევროკავშირის სივრცეში, რომელმაც საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. პირველ რიგში აღვნიშნავდი, რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი და აღიარება გატარებული რეფორმებისა, რომელსაც საქართველო ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის კუთხით. მსგავსი გადაწყვეტილება შეამცირებს ლუქსემბურგში თავშესაფრის მსურველთა რიცხვს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც, რომ მსგავსი გადაწყვეტილება სხვებმაც მიიღონ”, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.