ვახტანგ მახარობლიშვილი - ისტორიული დღეა, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, გილოცავ, საქართველო
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დღეს ისტორიული დღეა, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ისტორიული დღეა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. გილოცავ, საქართველო!“, – წერს ვახტანგ მახარობლიშვილი.
ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.