ვახტანგ მახარობლიშვილი - აშშ-ს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარებაში და ქვეყანაში რეფორმების განხორციელებაში 
ვახტანგ მახარობლიშვილი - აშშ-ს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარებაში და ქვეყანაში რეფორმების განხორციელებაში 

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და უმთავრესი მეგობარი სახელმწიფოა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, აშშ ძალიან დიდ როლს თამაშობს და დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარებაში და იმ რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში, რომელიც ქვეყანას აქვს.

„შინაარსობრივად დატვირთული, პროდუქტიული და საინტერესო შეხვედრა იყო. შეხვედრაზე მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ინფორმაცია გაეცვალათ თუ საქართველო რა პროგრესს განიცდის მიმდინარე რეფორმების განხორციელების კუთხით. ქართულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა იმ კითხვებისთვის ეპასუხა, რომელიც ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ჰქონდა. ქართულმა მხარემ ის რეკომენდაციები მოისმინა, რომელიც მომავალში უნდა განხორციელდეს. მათ რეკომენდაციებს სხვადასხვა უწყებებისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. საუბარი იყო მიმდინარე რეფორმებზე და არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე. მთელი სპექტრი იყო განხილული, რომელიც დემოკრატიულ კონსოლიდაციასთან არის დაკავშირებული. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მზად არის და მუშაობს იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ეუთოს-ს მიერ გაიცა“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიის თავისუფლების თემატიკას, ასევე მსჯელობა იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხზე.

„ქართული მხრიდან ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ სამოქალაქო საზოგადოება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად არის ჩართული. ყველა დოკუმენტი თუ ინიციატივა, რომელიც ჩვენს მიერ არის შემუშავებული, ყველა მათგანში სამოქალაქო საზოგადოება აქტიური იყო ჩართული. საუბარი არის და იქნება სასამართლო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით, მათშორის მე-4 ტალღის კუთხით. ვიმსჯელეთ შსს-ში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე იმ ცვლილებებზე, რომელი პროკურატურაში განხორციელდა. პოზიტიურად აღინიშნა შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს შექმნა. ასევე შევეხეთ საპარლამენტო ზედამხედველობას და ამ კუთხით განხორციელებულ რეფორმებს, ცვლილებებს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმასთან და პარლამენტის როლის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული. აღინიშნა, რომ ამ ცვლილებებში მათი როლი არის, იყო და იქნება“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.