ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე ლატვიელი „იან დუმინშის ხსოვნის მხარდაჭერის“ თანამეგობრობის ჟიურიმ დააჯილდოვა.
ლატვიელი დირიჟორისა და ქორმაისტერის, იან დუმინშის სახელობის ყოველწლიური ჯილდო „შთაგონების ისტორია“ დირიჟორებს, გუნდებს, მევიოლინოებსა და მომღერლებს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი წვლილისა და განვითარებისთვის 2015 წლიდან გადაეცემა.
ვახტანგ კახიძეს ჯილდო საქართველოსა და მსოფლიოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შთაგონებისა და მასში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მაესტრო ვახტანგ კახიძემ მრავალ ადამიანს შემოქმედებითი მუშაობა შთააგონა.
დაჯილდოების ცერემონია 30 მარტს ლატვიაში საგუნდო სიმღერის ღონისძიების ფარგლებში გაიმართება.