ვახტანგ გომელაურს ესპანეთის სამეფოს შსს-ს სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი და ეროვნული პოლიციის მთავარი კომისარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი მარია გამეზ გამეზ და ეროვნული პოლიციის მთავარი კომისარი კარლოს ვასკეს არა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
„ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის სახელით, პატივი მაქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი საქართველოს პოლიციას, რომლებთანაც ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაგვაჩნია, მივულოცო ქვეყნის დამოუკიდებლობა. გილოცავთ!“ – ნათქვამია მარია გამეზ გამეზ-ის მილოცვაში, რომელსაც საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს.
„ბატონო მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო, ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის სახელით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გაუმარჯოს საქართველოს! გილოცავთ!“ – აცხადებს კარლოს ვასკეს არა მილოცვაში.