ვახტანგ გომელაურმა შინდისის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი გვირგვინით შეამკო
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, მთავრობის წევრებსა და მოადგილესთან ერთად, შინდისში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჩვიდმეტი გმირის საფლავი გვირგვინით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
შინდისში დაღუპული მებრძოლების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.
ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.