ვახტანგ გომელაურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა
ვახტანგ გომელაურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და რეგიონის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე მინისტრმა უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა. ვახტანგ გომელაურმა უწყებაში სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზეც ისაუბრა.

მინისტრმა რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებს პირადად გააცნო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, 2020 წლის პირველი ივლისიდან სამინისტროს ყველა თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით გაეზრდება.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.