ვახტანგ გომელაურმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა
მინდა, ყველას – პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მეხანძრე-მაშველებს, ასევე ყველა სამოქალაქო პირს, ვინც უწყების წარმატებას განაპირობებთ, ყველას ამ ტრიბუნიდან გითხრათ მადლობა, – ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.
„მინდა, ყველას – პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მეხანძრე-მაშველებს, ასევე სამინისტროს თანამშრომელ ყველა სამოქალაქო პირს, ვინც უწყების წარმატებას განაპირობებთ, ყველას ამ ტრიბუნიდან გითხრათ მადლობა. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები და საქართველოს სამსახურით ქმნით ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხო, სტაბილურ აწმყოს და მშვიდობიან მომავალს. თავის მხრივ, სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს პოლიციელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, ღირსეული სოციალური მდგომარეობის უზრუნველყოფასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.