ვახტანგ გომელაურმა იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან, რომელმაც საქართველოში მოღვაწეობა დაასრულა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა იაპონიის ელჩს საქართველოს განუხრელი მხარდაჭერისთვის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა იაპონიის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.