ვახტანგ გომელაურმა და გიორგი გახარიამ დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების პატივსაცემად, შს სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ. ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.