ვახტანგ გომელაური - ვნახეთ ელჩების და მათი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ, რაც სასაცილოა, შავზე გვეუბნებიან, რომ თეთრია
ვნახეთ ელჩების და მათი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ, რაც სასაცილოა, შავზე გვეუბნებიან, რომ თეთრია და სამწუხაროა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
გომელაურის თქმით, მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ცეცხლი დაანთეს, კამერები და კარი დააზიანეს, პოლიციელები არ გასულან ადგილზე, რათა შეტაკება არ მომხდარიყო.
„გაჟღერებული ინფორმაციის ნახევარი პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, რასაც აკეთებდნენ, საუბრები, გადატრიალებები, გადმოვარდნა, გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში, თუ უნდათ, დაანებონ თავი პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს. ვნახეთ, ახალგაზრდებმა პარლამენტთან კარი, კამერები დაამტვრიეს, ცეცხლი დაანთეს. ერთი პოლიციელიც არ გამოსულა, რომ არ მომხდარიყო შეტაკება და ეს ბავშვები არ დაშავებულიყვნენ, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. მეორე დილით ვნახეთ ელჩების და მათი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ, რაც სასაცილოა. შავზე გვეუბნებიან, რომ თეთრია და სამწუხაროა“, – განაცხადა გომელაურმა.